სამხედრო ფიცის დადება

08 თებ 2026

წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის 8-თვით გაწვეულმა მოქალაქეებმა სენაკში, მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის დისლოკაციის ადგილზე სამხედრო ფიცი დადეს. ფიცის დადებამდე, წვევამდელებმა ორთვიანი საწყისი საბრძოლო მომზადების ფარგლებში პირველადი სამედიცინო დახმარება და ტაქტიკური მომზადება გაიარეს. მათ ასევე შეისწავლეს სამხედრო ტოპოგრაფია, კავშირგაბმულობა და საცეცხლე მომზადება. დღეიდან წვევამდელები ტერიტორიული პრინციპით გადანაწილდებიან სენაკის მეორე ქვეით ბრიგადასა და ქუთაისის მესამე ქვეით ბრიგადაში.