08 თებ 2026
ვაშინგტონში დონალდ ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“ შეხვედრა 19 თებერვალს გაიმართება. სიენენის ცნობით, ადმინისტრაციამ პირველი სამიტის მოსაწვევები უკვე გააგზავნა. „მშვიდობის საბჭო“, რომელსაც ტრამპი ხელმძღვანელობს, თავდაპირველად ღაზის რეკონსტრუქციაზე პასუხისმგებელ ორგანოდ ჩამოყალიბდა, თუმცა, ორგანიზაციის წესდების თანახმად, მის მისიას მთელ მსოფლიოში არსებული კონფლიქტების მოგვარება წარმოადგენს.ცნობისთვის „მშვიდობის საბჭოს“ შემადგელობაში 27 სახელმწიფო შედის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმეტესობამ გაწევრიანებაზე უარი განაცხადეს.