08 თებ 2026
მილანში პოლიციამ აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა, დემონსტრანტების ჯგუფი სამართალდამცველებს პიროტექნიკას და ქვებს ესროდა. უცხოური მედიის ცნობით, მილანში ზამთრის ოლიმპიური თამაშების საწინააღმდეგო აქცია გაიმართა. აქციაზე დაახლოებით 3 000 ადამიანი იმყოფებოდა.
დემონსტრანტებს ხელში სხვადასხვა ბანერი ეჭირათ, რომლებზეც აკრიტიკებდნენ თამაშების შედეგად გარემოსთვის მიყენებულ ზიანს.ამასთან, შეკრებილები აპროტესტებდნენ საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE) აგენტების იტალიაში ყოფნას, რომლებიც მილანში აშშ-ის დელეგაციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად იმყოფებიან.