07 თებ 2026
ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტს წარადგენს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, სანქციები შეეხება ენერგეტიკას, მრეწველობას და ბანკებს. კაია კალასის განცხადებით, მოსკოვი არ არის უძლეველი, ბრძოლის ველზე მისი არმია ფერხდება, ხოლო ქვეყნის შიგნით ეკონომიკა იშლება. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ რუსეთზე პარტნიორებთან ერთად მეტმა ზეწოლამ და უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაზრდამ, შესაძლოა შეამოკლოს ეს ომი. დაამატა, რომ სანქციებს დაექვემდებარებიან ისინი, ვინც პასუხისმგებელნი არიან უკრაინის წინააღმდეგ ომის დანაშაულებსა და რუსული პროპაგანდის გავრცელებაზე.