07 თებ 2026
მილანში, „სან-სიროს" ოლიმპიურ სტადიონზე, ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშების ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა. გახსნის გრანდიოზულ ცერემონიაზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშეები იყვნენ - ფიგურული მოციგურავეები ლუკა ბერულავა და დიანა დევისი; გახსნის ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი ესწრებოდნენ. 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენები ფიგურულ ციგურაობასა და სამთო-სათხილამურო სპორტში ასპარეზობენ