შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მარიხუანა“ და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი

07 თებ 2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი: 2003 წელს დაბადებული დ.მ. და წარსულში ნასამართლევი, 1954 წელს დაბადებული ს.მ. სხვადასხვა დროს დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა წალკის მუნიციპალიტეტში  დ.მ.-ს პირადი, ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 760 გრამი „გამომშრალი მარიხუანა“, ხოლო ს.მ.-ს საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად ტყვიამფრქვევი, 2 მჭიდი და 26 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

"სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ორივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს,  რაც 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.