პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი მილანში

05 თებ 2026

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საქართველოს სახელით მოასპარეზე ფიგურულ მოციგურავეებს შეხვდა.

პრეზიდენტმა შეხვედრაზე სპორტსმენებს მადლობა გადაუხადა ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატებისთვის.როგორც მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, სპორტსმენების წარმატება მაგალითი და მოტივაციაა ახალგაზრდებისთვის.

ოლიმპიადის გახსნამდე კი საქართველოს პრეზიდენტი ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე დამსწრე უცხო სახელმწიფოების მეთაურების პატივსაცემად იტალიის პრეზიდენტის, სერჯო მატარელას სახელით გამართულ ვახშამს დაესწრება.