05 თებ 2026
საქართველოს მთავრობის გადაწვეტილებით, ორ ადგილობრივ სტარტაპს „ინოვაციური სტარტაპის სტატუსი“ მიენიჭა, რაც 0%-იან საშემოსავლო გადასახადის განაკვეთისა და სხვა შეღავათების მინიჭებას ითვალისწინებს.
როგორც მთავრობაში აცხადებენ, გადაწყვეტილების ძირითადი მიზანია ინოვაციაზე ორიენტირებული სტარტაპებისთვის ფინანსური ტვირთის შემცირება ადრეულ ეტაპზე, როდესაც კომპანიები ჯერ კიდევ არ გამოიმუშავებენ საკმარის საოპერაციო შემოსავალს, თუმცა ახორციელებენ მნიშვნელოვან ინვესტიციებს ადამიანურ კაპიტალსა და ტექნოლოგიურ განვითარებაში.
შედეგად, ამ ინიციატივის ავტორების პროგნოზით, 2030 წლისთვის მოსალოდნელია, რომ აქტიური სტარტაპების რაოდენობა 2,000-ს გაუტოლდება.
ინოვაციურ სტარტაპებში დასაქმებულთა რაოდენობა 26,000-მდე გაიზრდება, ხოლო სტარტაპების მიერ მოზიდული ინვესტიციების ჯამური მოცულობა 11 მილიარდ ლარს მიაღწევს.