05 თებ 2026
საბალეტო სპექტაკლ ''მაკნატუნას'' განახლებული ვერსია დაიდგა ოპერისა და ბალეტის თეატრში.
განახლებული ქორეოგრაფიული რედაქცია ნინო ანანიაშვილსა და ალექსეი ფადეეჩევს ეკუთვნით. ახალ დადგმაში მოქმედება ქართულ გარემოში, თბილისში, დადიანების სახლში ვითარდება.
მასში შეტანილია ახალი ელემენტები, მათ შორის, ქართული სამოსი. საბალეტო სპექტაკლს კულტურის მინისტრი დაესწრო.