04 თებ 2026
პირენეის ნახევარკუნძულს შტორმი „ლეონარდო“ დაატყდა თავს. ანდალუსიის რეგიონის ხელისუფლებამ წყალდიდობის საფრთხის ქვეშ მყოფი ტერიტორიებიდან 3 ათასი ადამიანის ევაკუაცია მოახდინა. მთელ რეგიონში სასწავლო პროცესი შეჩერდა.
ესპანეთის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მოსახლეობა ინტენსიური და უხვი ნალექის შესახებ გააფრთხილა. გრაზალემის მთებში დაგროვილი ნალექის რაოდენობამ 24 საათში შეიძლება 200-250 მმ-ს გადააჭარბოს, რასაც თავის მხრივ მდინარეების ადიდება და ძლიერი წყალდიდობა მოჰყვება.
პირენეის ნახევარკუნძულს ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში არაერთმა შტორმმა, ძლიერმა წვიმამ, ჭექა-ქუხილმა, თოვლმა და ძლიერმა შტორმმა გადაუარა.