04 თებ 2026
ლიბიის გარდაცვლილი ლიდერის, მუამარ კადაფის ყველაზე გავლენიანი ვაჟი, საიფ ალ-ისლამ კადაფი, მოკლეს, - ამის შესახებ ოჯახთან დაახლოებული წყაროები, მისი ადვოკატი და ლიბიური მედია წერს. მისი გარდაცვალების გარემოებების დეტალები ცნობილი არ არის.
2015 წელს ლიბიის სასამართლომ საიფ ალ-ისლამს დაუსწრებლად სიკვდილით დასჯა მიუსაჯა 2011 წლის რევოლუციის დროს მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ჩახშობისთვის, რომელმაც მისი მამის მმართველობა დაასრულა.
მას ასევე წინასწარ წაუყენა ბრალდება საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ კაცობრიობის წინააღმდეგ სავარაუდო დანაშაულებისთვის.