04 თებ 2026
რუსეთის ქალაქ ბელგოროდის ნაწილი ენერგეტიკულ ობიექტებზე უკრაინის თავდასხმის შემდეგ, შუქის, გათბობისა და წყლის გარეშეა დარჩენილი- განაცხადა გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა. მისივე თქმით, დაზარალებულ რაიონებში ელექტროენერგიისა და გათბობის მიწოდების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ბელგოროდში სკოლები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ, ხოლო საბავშვო ბაღებში მორიგე ჯგუფები გაიხსნა.
უკრაინა თავდასხმაზე კომენტარს არ აკეთებს. ერთი დღით ადრე რუსეთმა მასშტაბური დარტყმა განახორციელა კიევის, ხარკოვისა და სხვა რეგიონების ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. კიევში რუსული დარტყმის შემდეგ, ათასზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი გათბობის გარეშეა დარჩენილი.