ბათუმელი სამბისტების წარმატება საქართველოს ჩემპიონატზე

04 თებ 2026

ოთხი ოქროს, ოთხი ვერცხლისა და შვიდი ბრინჯაოს მედალი, - ასეთია აჭარის სამბისტ გოგონათა მონაგარი საქართველოს ჩემპიონატზე, რომელიც სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა.

საქართველოს ჩემპიონები გახდნენ იუნიორებში ანანო კინწურაშვილი, ახალგაზრდებში  მარიამ ჭიჭვეიშვილი, მარი ვარშანიძე და თამთა ვარშანიძე. დიდების კატეგორიაში პირველად იასპარეზა ნინო დარჩიამ, რომელმაც საჩემპიონო მედალი ფინალური შეხვედრის ბოლო რვა წამში მოიპოვა. ამავე კატეგორიაში ბრინჯაოს მფლობელი გახდა შორენა შარაძე.

აპრილში ჩემპიონი იუნიორები და ახალგაზრდები სერბეთში ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ, მაისში კი კონტინენტის პირველობას თბილისი უმასპინძლებს, სადაც ეროვნული გუნდის ღირსებას ნინო დარჩია დაიცავს.

აქვე გეტყვით, რომ ვიდეომასალა ტურნირიდან აჭარის ნაკრებმა მოგვაწოდა.