04 თებ 2026
ეგეოსის ზღვაში, საბერძნეთთან ახლოს, თოთხმეტი მიგრანტი დაიღუპა მას შემდეგ, რაც ნავი კუნძულ ქიოსთან სანაპირო დაცვის გემს შეეჯახა.
სანაპირო დაცვის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მათ შენიშნეს ნავი, რომელსაც მიგრანტები თურქეთის სანაპიროდან რამდენიმე მილის დაშორებით მდებარე ქიოსის მიმართულებით გადაჰყავდა.
ინციდენტის შედეგად სანაპირო დაცვის ორი თანამშრომელი დაშავდა, 24 მიგრანტი გადაარჩინეს. ბორტზე დაახლოებით 30-35 ადამიანი იმყოფებოდა.