04 თებ 2026
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აბუ-დაბიში პირისპირ შეხვედრა გამართეს. მანამდე შეხვედრა გაიმართა გაფართოებულ ფორმატშიც, რომელსაც ესწრებოდნენ სომხეთის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, უშიშროების საბჭოს მდივანი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ასევე აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი და აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე.
შეხვედრის სხვა დეტალები ცნობილი არ არის. ალიევი და ფაშინიანი არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში „ადამიანური ძმობის ზაიედის პრემიის“ მისაღებად ჩავიდნენ. სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები პრემიის წლევანდელ გამარჯვებულებად გამოცხადდნენ.
2025 წლის 8 აგვისტოს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მონაწილეობით, საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი. შეთანხმება, სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს „ტრამპის მარშრუტის“ გახსნას - დერეფნის, რომელიც სომხეთის ტერიტორიის გავლით აზერბაიჯანს ნახიჩევანთან დააკავშირებს და რომელსაც შეერთებული შტატები გააკონტროლებს.