04 თებ 2026
აჭარის კულტურის მინისტრი ქობულეთის მერიის კულტურის სამსახურების, ადგილობრივი ანსამბლებისა და შემოქმედებითი ჯგუფების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრაზე, ელისო ბოლქვაძემ ურთიერთთანამშრომლობის ფორმატზე, მიზნებზე, კულტურულ ღონისძიებებსა და ფესტივალებში მუნიციპალიტეტების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
უწყების ინფორმაციით, ქობულეთში მყოფმა კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს ქობულეთის ბიბლიოთეკა, სამკითხველო სივრცეები, ასევე, გაეცნენ გურამ თამაზაშვილის სახელობის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ „მხედრულს“, მოინახულეს ქობულეთის მუზეუმი, ხუცუბნისა და ქობულეთის სახელოვნებო სკოლები, ქობულეთის კულტურის ცენტრი და მასთან არსებული სხვადასხვა შემოქმედებითი ჯგუფები.
საჩვენებელი პროგრამით წარადგენენ ქორეოგრაფიული, ვოკალური ანსამბლებისა და სალოტბარო სკოლის მოსწავლეები.