03 თებ 2026
,,ზოგადი განათლებისა’’ და ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ კანონში ცვლილებებს განათლების კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
ცვლილებების მიხედვით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პერსონალის ჩამონათვალს ე.წ წამყვანი პროფესორის თანამდებობა დაემატება.
ეს მიმართულება ცხრამეტივე სახელმწიფო უნივერსიტეტს შეეხება და კონკურსები ეტაპობრივად გამოცხადდება.
კომიტეტის სხდომაზე მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ასევე, 4+1 მოდელის შემუშავებასა და დანერგვაზე.
განხილვებს შორის იყო,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების საკითხიც.
ცნობილია, რომ რეორგანიზაციის პროცესს წარმართავს მართვის დროებითი ორგანო - საბჭო და დაინიშნება რექტორისა და რექტორის მოადგილეების მოვალეობის შემსრულებლები.