03 თებ 2026
პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს გრანტების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს. მკაცრდება შვიდი, მათ შორის გრანტების და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონები.
გრანტად მიიჩნევა საქართველოს მოქალაქისთვის, ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე პირისთვის არა ემიგრანტებისგან, არამედ სხვა სახელმწიფოს, სხვა სახელმწიფოს მოქალაქის, ან იურიდიული პირის მიერ გადმორიცხული თანხა, რომელიც პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება.
გრანტის მისაღებად, მთავრობის თანხმობა დასჭირდება საზღვარგარეთ რეგისტრირებულ ორგანიზაციასაც, რომელიც საქართველოში საქმიანობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის დაჯარიმდება.