03 თებ 2026
უმაღლესი განათლების რეფორმის განხილვა პარლამენტში იწყება. ინიცირებულ კანონპროექტს განათლების კომიტეტის მხარდაჭერა უკვე აქვს.
მთავარი განხილვის საგანია ორი უმაღლესი სასწავლებლის, თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანება, რაც განსაკუთებული ვნებათაღელვის მიზეზია აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ნაწილში. ისინი პროტესტს აქციებით გამოხატავენ.
პარალელურად მიმდინარეობს კონსულტაციები აკადემიურ პერსონალთან.
განხილვის საგანია სკოლებში 11 წლიანი სწავლების მოდელზე გადასვლაც.