03 თებ 2026
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2026 წლის პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრაზე ადგილობრივ ფერმერებსა და აგრომეწარმეებს გააცნეს დაგეგმილი ღონისძიებები, რომლის მიზანი სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარება და წარმოების ზრდაა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. წელს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი 40,9 მილიონ ლარს შეადგენს. რომელიც 16 პროგრამასა და 12 ქვეპროგრამას მოიცავს.
გაგრძელდება სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა. საოჯახო მეურნეობების განვითარების მიმართულებით დაგეგმილია 2 500 პროექტის დაფინანსება, რამდენიმე პროექტის განხორციელება სოფლად მეწარმეობის ხელშეწყობის ფარგლებში.
ასევე სამინისტროს ინფრომაციით, დაგეგმილია ქობულეთსა და ხელვაჩაურში ციტრუსის აღწერა.