სამუშაო შეხვედრა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლებთან 

03 თებ 2026

სამუშაო შეხვედრა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლებთან - სპორტის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე 2028 წელს საქართველოში გასამართ XXII საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესის მოსამზადებელ ეტაპზე ისაუბრეს.

კონგრესში მონაწილეობას მიიღებენ - მეცნიერები, აკადემიკოსები და სპორტის სფეროს ექსპერტები სხვადასხვა ქვეყნიდან - დაახლოებით 250 უცხოელი დელეგატი.

საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესი ფოკუსირებულია ფიზიკური აღზრდის, სპორტის, განათლებისა და ჯანმრთელობის სფეროებში სწავლა-კვლევასა და პრაქტიკაზე, ასევე ამ მიმართულებებით  პოლიტიკის განვითარებაზე.