03 თებ 2026
კიევის მცხოვრებლები მთელი ღამის განმავლობაში მეტროსადგურებს აფარებდნენ თავს. უკრაინის დედაქალაქს რუსეთი დრონებითა და რაკეტებით უტევდა. შუაღამის შემდეგ კიევში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა.
ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა, ტელეგრამზე დაწერა, რომ დარტყმებმა ზიანი მიაყენა დნეპრის აღმოსავლეთით მდებარე ხუთ რაიონს, დაზიანდა სამი საცხოვრებელი კორპუსი და შენობა, სადაც საბავშვო ბაღია განთავსებული.
რუსული საჰაერო თავდასხმები უკრაინის სხვა რეგიონებზეც განხორციელდა.