03 თებ 2026
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მის ადმინისტრაციას შესაძლოა მალე კარგი ამბავი ჰქონდეს 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით გამოწვეული თითქმის ოთხწლიანი ომის დასრულების მცდელობის შესახებ.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმების ერთი კვირით შეწყვეტასთან დაკავშირებით მის თხოვნას დასთანხმდა, რაც მისივე თქმით, უკვე დიდი მიღწევაა.