კლინტონები კონგრესის წინაშე ჩვენების მიცემას დათანხმდნენ

03 თებ 2026

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი და 2016 წლის დემოკრატიული პარტიიდან საპრეზიდენტო კანდიდატი ჰილარი კლინტონი, არასრულწლოვანთა სექსუალურ ტრეფიკინგში ბრალდებული ჯეფრი ეპშტეინის საქმეზე კონგრესის ზედამხედველობის კომიტეტს  ჩვენებას მისცემენ.  

ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს რესპუბლიკელების მიერ მართულ წარმომადგენელთა პალატაში დაგეგმილი კენჭისყრის ჩატარებას, რომლის ფარგლებშიც კლინტონებს კონგრესისადმი უპატივცემულობის გამო  სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრებოდათ.  

წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტმა გასულ კვირას ბილ კლინტონი ეპშტეინთან  ურთიერთობის შესახებ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის გამო კონგრესისადმი უპატივცემულობაში დაადანაშაულა.