03 თებ 2026
დღეს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება. პარლამენტი პირველივე სხდომაზე, დადგენილებით სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელ დროებით კომისიას შექმნის. პარლამენტში დაჩქარებული წესით განხილვისთვის წარდგენილია “ზოგადი განათლების შესახებ“ და “უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონებში ცვლილებები, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მოამზადა.
განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ფრაქცია “ქართული ოცნების“ საკანონმდებლო პაკეტი იქნება, რომელიც პარტიულ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით ახალი შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს. საგაზაფხულო სესიის ფარგლებში პარლამენტი ქვეყნის მდგომარეობის საკითხებზე მიხეილ ყაველაშვილის მოხსენებას და საპარლამენტო საქმიანობასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ანგარიშს მოისმენს.