02 თებ 2026
ღაზაში ათობით პალესტინელი ბრუნდება ან პირიქით სექტორს ტოვებს მას შემდეგ, რაც ისრაელმა ეგვიპტისკენ მიმავალი ერთადერთი საფეხმავლო გადასასვლელი ხელახლა გახსნა.
რაფაჰის გადასასვლელი თითქმის ორი წლის განმავლობაში დაკეტილი იყო, ახლა იგი მკაცრი შეზღუდვებით გაიხსნა.
ისრაელმა სასაზღვრო გადასასვლელი 2024 წლის მაისში დახურა, ღაზას ომის დაწყებიდან დაახლოებით ცხრა თვის შემდეგ, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შუამავლობით ოქტომბერში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დასრულდა.
დახურვამ დაჭრილი და ავადმყოფი პალესტინელებისთვის, რომლებსაც საზღვარგარეთ სამედიცინო დახმარების მისაღებად გამგზავრება სურდათ, მნიშვნელოვანი გზა გადაკეტა.
გაეროს მონაცემებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში რამდენიმე ათას ადამიანს ისრაელის გავლით მესამე ქვეყნებში სამედიცინო დახმარების მისაღებად გასვლის უფლება მიეცა, თუმცა ორგანიზაციის ინფორმაციით, საზღვარგარეთ მკურნალობა კიდევ ათასობით ადამიანს სჭირდება.
რაფაჰის ხელახლა გახსნა ტრამპის მიერ წარდგენილი ომის დასრულების გეგმის პირველი ფაზის მნიშვნელოვანი მოთხოვნა იყო.