02 თებ 2026
„გრანტების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს იურიდიული კომიტეტის მხარდაჭერა უკვე აქვს. ახლა საკანონმდებლო პაკეტის განხილვა სასესიო ფორმატში გაგრძელდება.
საუბარია პარტიულ და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც უცხოეთიდან საქართველოში გადმორიცხულ თანხებს ეხება.
ყველაზე მეტი ცვლილება ეხება „გრანტების შესახებ“, კანონს და ზუსტდება განმარტებები, ის თუ რა მიიჩნევა გრანტად. თუ გადმორიცხულ თანხა ხმარდება, ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე, ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენისთვის მაშინ პირმა ნებართვისთვის მთავრობას უნდა მიმართოს.
იგივე წესი იმოქმედებს ორგანიზაციის შემთხვევაშიც. კონკრეტულ ორგანიზაციაში მომუშავე პირს კი თუ გადმორიცხული თანხების 20% უცხოეთიდანაა 8 წლით აეკრძალება პოლიტიკური საქმიანობა.