02 თებ 2026
ევროპული სახელმწიფოების ინიციატივა უკრაინაში განალაგონ ნატოს წევრი ქვეყნების ჯარები როგორც უსაფრთხოების გარანტიისა და სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი, რუსეთისთვის მიუღებელია - განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა.
„მოლაპარაკებების პროცესში ჩვენს კოლეგებს ვუთხარით, რომ ეს გარანტიები არ შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი მხარისთვის წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი გარანტიები არაეფექტურია. რა სახის გარანტიაზე შეიძლება ვისაუბროთ, თუ ამ ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგებულია არამეგობრული ნატოს ქვეყნების უცხოური კონტინგენტი? ასჯერ ითქვა, რომ ასეთი კონტინგენტი ლეგიტიმურ სამიზნედ იქცეოდა. ამ საკითხზე მსჯელობისას ადამიანებს უბრალოდ არ სურთ მოლაპარაკება. მე ევროპელ ლიდერებზე ვსაუბრობ“-თქვა მედვედევმა.
მანვე აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ კონფლიქტის დასრულების პირობები უცვლელი დარჩა 2024 წლიდან, როდესაც ისინი პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოსვლისას წამოაყენა.