ხანძარი ბათუმში - ცეცხლი მეორადი ტანსაცმლის მაღაზიაში გაჩნდა

02 თებ 2026

ბათუმში, კომახიძისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაში ხანძარი იყო. ცეცხლი მეორადი ტანსაცმლის მაღაზიაში გაჩნდა.  ცეცხლმა სავაჭრო ობიექტში არსებული ტანსაცმელი გაანადგურა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

ფოტო გალერეა