პოლონეთის ჩრდილოეთში ჰაერის ტემპერატურა -22 გრადუსამდე დაეცა

02 თებ 2026

პოლონეთში ძლიერი ყინვებია.  ტურისტებმა და ადგილობრივებმა  ჩრდილოეთ პოლონეთში, მიკოშევოში, ბალტიის ზღვის გაყინული პლაჟი მოინახულეს. ეს იშვიათი მოვლენა ჰაერის ტემპერატურის მკვეთრად დაცემამ გამოიწვია. 

ქვეყნის ჩრდილოეთში მინუს 20 გრადუსიანი ყინვა დაფიქსირდა. 

სანაპირო ზოლისა და ვისლას ესტუარის დიდი მონაკვეთები ყინულით დაიფარა, რამაც ვიზიტორები მიიზიდა, რომლებიც გაყინულ პლაჟზე სეირნობდნენ და უჩვეულო ზამთრის პეიზაჟებს ფოტოებს უღებდნენ.