ვენესუელაში პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების პროცესი გრძელდება

02 თებ 2026

კარაკასის ციხიდან სულ მცირე ცხრა ვენესუელელი გაათავისუფლეს, მათ შორის ადამიანის უფლებათა დამცველი ხავიერ ტარაზონა. ინფორმაციას ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „ფორო პენალი“ ავრცელებს.

პოლიტპატიმრების გათავისუფლების  პროცესი,  დაკავებულთა ოჯახების აზრით, ძალიან ნელა მიმდინარეობს.  ვენესუელის დროებითმა პრეზიდენტმა, პარასკევს  ასობით პატიმრისთვის ამნისტიის შესახებ კანონის მიღება დააანონსა  და განაცხადა, რომ კარაკასში მდებარე ელ ჰელიკოიდეს დაკავების ცენტრი, დასასვენებელ და სოციალური მომსახურების ცენტრად გადაკეთდება.

უფლებადამცველები   იანვრის დასაწყისში 300-ზე მეტი „პოლიტპატიმრის“ გათავისუფლებას ადასტურებენ, თუმცა აღიარებენ, რომ კიდევ  700-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი პატიმრობაში რჩება.