02 თებ 2026
არსებობს შეთანხმება, რომ მომავალ კვირას საამიროებში შესაბამის დონეზე სამმხრივი შეხვედრა გაიმართება. თებერვალი საკმაოდ ინტენსიური საგარეო პოლიტიკური აქტივობის პერიოდი იქნება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, უკრაინა ელის, რომ ამერიკული მხარე დეესკალაციის ზომებთან დაკავშირებით აქტიური იქნება.
უკრაინის პრეზიდენტი დნიპროში, რუსების მიერ ავტობუსზე დრონით განხორციელებულ თავდასხმასაც ეხმაურება, რომელსაც, ბოლო მონაცემებით, 16 ადამიანი ემსხვერპლა და აცხადებს, რომ ბოროტება უნდა შეჩერდეს.