საპროტესტო მსვლელობა კარაჩიში

02 თებ 2026

კარაჩიში ათასობით ადამიანი შეიკრიბა და მოითხოვა ადგილობრივი ჩინოვნიკების გადადგომა და სისტემური რეფორმები სავაჭრო ცენტრში გასულ თვეში მომხდარი ხანძრის შემდეგ, რომელმაც ათობით ადამიანი იმსხვერპლა. 4 ათასი ადამიანი მონაწილეობდა საპროტესტო მარშში, რომელიც ორგანიზებული იყო პოლიტიკური ისლამისტური პარტიის, „ჯამაათ-ე-ისლამის“მიერ.

დემონსტრანტები  წყლისა და ელექტროენერგიის ქრონიკულ დეფიციტს, მოშლილ საგანგებო სიტუაციების სამსახურს  და დანგრეულ ინფრასტრუქტურას უჩივიან.

იანვარში „გულ პლაზას“ სავაჭრო ცენტრში გაჩენილმა ხანძარმა 67 ადამიანი იმსხვერპლა და 15-ზე მეტი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. 

პროტესტის ლიდერმა  მოითხოვა დაუყოვნებლივი კომპენსაცია დაზარალებულთა ოჯახებისა და დაზარალებული ბიზნესებისთვის.