რუბრიკა “ფრაგმენტები”

01 თებ 2026

დღეს რუბრიკა “ფრაგმენტები” მოგიყვებათ 14 წლის მუჰაჯირის ნაქონი საათის შესახებ, რომელმაც საუკუნეზე მეტხანს გაუძლო, არასდროს გაჩერებულა და თავისი ისტორია დაწერა. მისი მფლობელი ახლა ესრა ბაშარია. 1899 წელს საქართველოდან ორდუში გადასახლებული მუჰაჯირის შთამომავალი. დიდი ბაბუის ნაქონი საათი ესრამ პატარაობისას, სოფლის სახლში, საგულდაგულოდ შენახულ ძველ ნივთებში იპოვა. მექანიკურმა მოწყობილობამ პატარა გოგოს ყურადღება მაშინვე მიიქცია და ჯერ მის საყვარელ სათამაშოდ, მოგვიანებით კი ყველაზე ძვირფას ნივთად იქცა. ერთი ანტიკვარული საათის ისტორია 20:00 საათიანი “მთავარის” დასასრულს.