თურქეთში, ანტალიის პროვინციაში სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავარდა. დაიღუპა რვა და დაშავდა 26 ადამიანი, მათ შორის რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ავტობუსი გზისპირა ბარიერს შეეჯახა, შემდეგ კი თხრილში გადავარდა და გადაბრუნდა.
„მიწა სველი იყო და ტერიტორიაზე ნისლიც იყო. ეს არ არის ადგილი, სადაც სიჩქარის გადაჭარბებაა შესაძლებელი, მაგრამ, როგორც ჩანს, ავტობუსი დიდი სიჩქარით მოძრაობდა“, – აცხადებს ანტალიის პროვინციის გუბერნატორი, ჰულუში შაჰინი.
ჯერჯერობით, უცნობია არიან თუ არა დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლმა საჭე მოსახვევთან მიახლოებისას ძლიერი ნისლისა და სველი გზის საფარის გამო ვერ დაიმორჩილა.