განათლების რეფორმა- მინისტრის განმარტება

01 თებ 2026

უმაღლესი განათლების რეფორმის განხილვა  მომავალი კვირიდან პარლამენტში გაგრძელდება. რეფორმის ფარგლებში იგეგმება თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანება, რასაც საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი და კრიტიკული შეფასებები მოყვა.
განათლების მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია უნივერსიტეტების პერსონალის მაქსიმალურად შენარჩუნება. მისი თქმით, კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ, შეიქმნება დროებითი მმართველი ორგანო _ საბჭო, რომელიც ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენლებით დაკომპლექტება და რეორგანიზაციის პროცესს წარმართავს. ასევე, სამინისტროში განმარტავენ, რომ მოქმედი პოზიციები შენარჩუნდება და მას დაემატება წამყვანი პროფესორის თანამდებობა.