01 თებ 2026
პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყება, რომლის ამოცანა პარტიულ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით ახალი შეზღუდვების დაწესებაა.
„გრანტების შესახებ“, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების“ შესახებ კანონებსა და კიდევ ხუთ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს 2 თებერვალს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, პირველი მოსმენით განიხილავს. სავარაუდოდ, პირველი მოსმენით ცვლილებებს 3-4 თებერვლის პლენარულ სხდომაზე გაიტანენ.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.შვიდი კანონპროექტისგან შემდგარ პაკეტში პირველი "გრანტების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებებია.ფართოვდება „გრანტის“ განმარტება და განისაზღვრება, რომ გრანტად მიიჩნევა აგრეთვე ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი პირისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება, ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე, ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით, ან განზრახვით განხორციელებულ ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ, აგრეთვე ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს.ასეთი გრანტის მიღება პირს მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი ნებართვით შეეძლება.