01 თებ 2026
როდის გამოიგზავნება საქართველოში ექსპერტების მისია, რომელიც ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევებს კონკრეტული ქვეყნის ნებართვის გარეშე იძიებს, ჯერ უცნობია. საქართველოს მიმართ ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმი“ უკვე ამოქმედებულია.
მისიამ უნდა შეაფასოს, როგორ ასრულებს ქვეყანა ორგანიზაციის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს და დასკვნა მოამზადოს. მექანიზმის ამოქმედების ინიციატორი და ხელმომწერი დიდი ბრიტანეთი და ეუთოს წევრი 23 ქვეყანაა, რომლებიც ერთობლივ განცხადებაში ადამიანის უფლებათა გაუარესებულ მდგომარეობაზე მიუთითებენ. უმრავლესობა შანტაჟზე საუბრობს, მმართველი გუნდისგან გასხვავებით კი, ოპოზიცია მისიის დასკვნის საფუძველზე კონკრეტულ გადაწყვეტილებებს და ზომებს ელის.