ნათია ზეინკლიშვილის შემოქმედებითი საღამო

01 თებ 2026

კომპოზიტორ ნათია ზეინკლიშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართა ბათუმში. საკონცერტო პროგრამაში 20-მდე მუსიკალური ნომერი შევიდა, მათ შორის მაყურებლისთვის კარგად ნაცნობი კომპოზიციები და ასევე, რეპერტუარში იყო სამი ახალი სიმღერა, რომლის პრემიერაც ბათუმის მუსიკალურ ცენტრში გაიმართა.
ნათია ზეინკლიშვილის ეს რიგით მეორე შემოქმედებითი საღამო იყო ბათუმში. კონცერტში მონაწილეობდნენ ანსამბლები და სოლო შემსრულებლები. საღამოს მუსიკალურად აფორმებდა ბენდი დავით მაზანაშვილის ხელმძღვანელობით. კონცერტი ინიციატივის “ბათუმი _ საქართველოს კულტურის დედაქალაქი“ ფარგლებში გაიმართა.  პროექტი, რომელიც ქართველი კომპოზიტორების შემოქმედებითი საღამოების სერიას აერთიანებს,  2025 წელს დაიწყო და ამ ხნის განმავლობაში, ბათუმმა ათამდე კონცერტს უმასპინძლა.