31 იან 2026
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ორგანიზებით, 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოება გაიმართა. გამოკითხვაში 100-ზე მეტი სპორტული ჟურნალისტი მონაწილეობდა.
სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გახდნენ: ხვიჩა კვარაცხელია, ეთერ ლიპარტელიანი, გიორგი ქალდანი, ნინა თიბილაშვილი, ვახტანგ ლოლუა, საუკეთესო გუნდად– ძიუდოს ნაკრები დასახელდა, საუკეთესო მწვრთნელად – ლაშა გუჯეჯიანი.
გასული წლის საუკეთესო ფედერაციად ძიუდოს ფედერაცია დაასახელს, ხოლო საქართველოს სპორტის სამინისტრო საუკეთესო პარტნიორის პრიზით დაჯილდოვდა. ახალგაზრდა ტყვიის მსროლელების წარმატებისთვის ჯილდო – „პერსპექტივა“ ნინო სალუქვაძეს გადაეცა.