დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ჩინეთში 3 დღიანი ვიზიტი შეაჯამა

31 იან 2026

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ჩინეთში 3 დღიანი ვიზიტი შეაჯამა. კირ სტარმერის თქმით, ორ ქვეყანას შორის მეტი ჩართულობა უნდა იყოს ურთიერთნდობის და პატივისცემის გასაძლიერებლად. პრემიერმა აღნიშნა, რომ ვიზიტმა აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბრიტანეთისთვის  ჩინეთთან ურთიერთობა. თავის მხრივ, ჩინურმა მხარემ განაცხადა, რომ საერთაშორისო გამოწვევებისა და ამჟამინდელი მსოფლიო ვითარების გათვალისწინებით ორივე ქვეყანამ უნდა გააღრმავოს თანამშრომლობა.