31 იან 2026
პოლონეთის ხელისუფლების განცხადებით, გვიან ღამით ქვეყნის საჰაერო სივრცეში ბელარუსიდან გაშვებული საჰაერო ბუშტები შეიჭრნენ, რის გამოც პოდლასკე სავოევოდოს საჰაერო სივრცის ნაწილში სამოქალაქო ავიაციისთვის შეზღუდვები დააწესეს. შეიარაღებული ძალების ოპერატიულ სარდლობაში აცხადებენ, რომ ფრენის პარამეტრების ანალიზის საფუძველზე, ეს იყო მიმდინარე მეტეოროლოგიური პირობების შესაბამისად მოძრავი ბუშტები. უწყებაში აღნიშნავენ, რომ პოლონეთის რესპუბლიკის საჰაერო სივრცეს საფრთხე არ დამუქრებია.