ახალი საკანონმდებლო ინიციატივა

31 იან 2026

პარლამენტი ქართული ოცნების მორიგ საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებს. ცვლილებები შედის ჯამში შვიდ კანონში. მათ შორისაა გრანტების შესახებ კანონი, რომელიც წინა წელს უკვე შეიცვალა. ზუსტდება გრანტების განმარტება და ფართოვდება იმ პირთა წრე, რომელთა მიერ გასაცემ გრანტებზე მთავრობისგან ნებართვის მიღება იქნება საჭირო. სისხლის სამართლის წესით დაისჯება გარე ლობიზმიც. შეზღუდვები უწესდება პოლიტიკურ პარტიაში გაწევრიანების მსურველ პირსაც. ოპონენტები კანონროექტებში მედია-ორგანიზაციების და არასამთავრობო სექტორის საქმიანობის შეზღუდვის და გასხვავებული აზრის ჩახშობის საფრთხეს ხედავენ. პრემიერი კი ინიციატივას უცხოეთიდან პოლიტიკური მიზნებით და კანონის გვერდის ავლით თანხების გადმორიცხვის პრევენცით ხსნის.