განათლების სადავო რეფომა

31 იან 2026

თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილება, რომელსაც საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოჰყვა, პრემიერი ეხმაურება. ირაკლი კობახიძე ინიციატივის მიზეზებს განმარტავს.
პრემიერი ამბობს, რომ ეს ყველაფერი მიმართულია განათლების ხარისხის გაუმჯობესებისკენ ქვეყანაში.
კობახიძის განცხადებით, არცერთი კონკრეტული განცხადება არ ყოფილა იმასთან დაკავშირებით, თუ რა მინუსი შეიძლება ჰქონდეს უნივერსიტეტების გაერთიანებას. ცნობისთვის, უმაღლესი განათლების რეფორმს ფარგლებში, ტექნკური და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების გაერთიანება იგეგმება, რასაც პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების ნაწილი აპროტესტებს.