სამომხმარებლო ფასების რეგულირება

31 იან 2026

რა რესურსი არსებობს სამომხმარებლო ფასების შესამცირებლად? - რამდენიმე დღეში, სამთავრობო კომისიის პარალელურად, ფასების მოკვლევას საპარლამენტო კომისიაც დაიწყებს.
საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე, მომდევნო კვირაში, კომისია დაკომპლექტდება და პირველ სხდომასაც გამართავს. მანამდე კი სამთავრობო კომისია ყველა სამიზნე ჯგუფს შეხვდა.
პრემიერი ამბობს, რომ აპრილის ბოლომდე უნდა დასრულდეს საუშაო პროცესი და დადგეს შედეგი. პროდუქციაზე ფასწარმოქმნის პროცეს იკვლევს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც.
სუს-მა ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახურთან ერთად, მსხვილი ქსელური მარკეტებისგან და სადისტრიბუციო კომპანიებისგან დოკუმენტაცია ამოიღო. საგამოძიებო ორგანოების ინტერესის საგანი შესაძლო კარტელური გარიგებებია.