31 იან 2026
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი აშშ-ში ჩავა და ამერიკის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდება. სააგენტო „როიტერი“ ინფორმაციას ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, დმიტრიევი მაიამიში დღეს გაემგზავრება. ცნობისთვის, რუსეთის, უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის შეხვედრები 23-24 იანვარს არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში გაიმართა, მომდევნო რაუნდი თებერვალშია დაგეგმილი.