ზელენსკი - რუსეთის არმიამ ფაქტობრივად შეწყვიტა დარტყმები  ენერგეტიკულ ობიექტებზე

31 იან 2026

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის არმიამ ფაქტობრივად შეწყვიტა დარტყმები მისი ქვეყნის ენერგეტიკის ობიექტებზე. 30 იანვარს გავრცელებულ ტრადიციულ მიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ გასული დღიდან ენერგეტიკულ ობიექტებზე, გარდა დონეცკის ოლქისა, დარტყმები არ ყოფილა, თუმცა მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა თავდასხმები დრონებითა და საჰაერო ბომბებით. ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პუტინს 1 კვირით უკრაინის ქალაქებზე ცეცხლის შეწყვეტა სთხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო. აღნიშნული დაადასტურა კრემლმაც.