თურქეთი ირანის წინააღმდეგ სამხედრო ინტერვენციას ეწინააღმდეგება

31 იან 2026

თურქეთი - ირანის წინააღმდეგ ნებისმიერ სამხედრო ინტერვენციას ეწინააღმდეგება და მხარს უჭერს ქვეყნის პრობლემების მშვიდობიან, შიდასახელმწიფოებრივ გადაწყვეტას საკუთარი ხალხის მიერ, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, განაცხადა.
მინისტრის თქმით, მეზობელი ირანის მშვიდობას და კეთილდღეობას დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ თურქეთისთვის, არამედ უფრო დიდი რეგიონისთვის. ფიდანმა აღნიშნა, რომ თავის ირანელ კოლეგას, აბას არაღჩის კიდევ ერთხელ გაუმეორა, რომ თურქეთი მზადაა, უზრუნველყოს ყველა საჭირო მხარდაჭერა საკითხების მშვიდობიანი გზით გადასაჭრელად. დაამატა, რომ ერდოღანი ირანსა და აშშ-ს შორის ძირითადი დავების, განსაკუთრებით ბირთვული პროგრამისა და სხვა რამდენიმე საკითხის მოსაგვარებლად მუშაობს.