საარჩევნო ბანერის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ მეგი დიასამიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

12 სექ 2025

თბილისის საქალაქო სასამართლოში საარჩევნო ბანერის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ მეგი დიასამიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 2000-ლარიანი გირაო შეეფარდა. დიასამიძე სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.

საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე დავით კურტანიძემ მიიღო.

ცნობისთვის, მეგი დიასამიძის ბრალი სისხლის სამართლის 187-ე მუხლით ჰქონდა წაყენებული, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.