ფიცის დადების ცერემონია ოლიმპიურ კომიტეტში

30 იან 2026

ოლიმპიურ კომიტეტში ზამთრის 25-ე ოლიმპიურ თამაშებზე ქართველ სპორტსმენთა გაცილებისა და ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა.

თამაშებს მილანი-კორტინა 6-22 თებერვალს უმასპინძლებს. ქართველი სპორტსმენების სახელით ფიცი მოთხილამურე ნინო წიკლაურმა დადო, რომელიც ოლიმპიადაზე მეხუთედ იასპარეზებს.

საქართველოს ნაკრები იტალიაში ორ სახეობაში რვა სპორტსმენით მიიღებს მონაწილეობას.